სასწავლო პროექტი


როდის წარმოქმნიან მთვარე და მზე ჩრდილს?

პროექტის მთავარი იდეა:  მოსწავლეები გაიგებენ მზის და მთვარის დაბნელების მთავარ არსს. შეეცდებიან ამ მოვლენების ახსნას. შექმნიან მოდელს.

პროექტის აქტუალობა:   მოსწავლეები  შეიძენენ ახალცოდნას ბუნებაში ჩრდილისა და        ნახევარჩრდილის  წარმოქმნის შესახებ, რითაც გაიღრმავებენ  ცოდნას ზოგადად ჩრდილის შესახებ, მოამზადებენ ნიადაგს არეკვლის კანონის შესასწავლად.

მიზნები და შედეგები:    მოსწავლეები შეისწავლიან მზის და მთვარის დაბნელების მოვლენებს.
ვიზუალურად დააკვირდებიან  ამ მოვლენებს. გამოიკვლევენ, ახდენენ თუ არა ეს მოვლენები გავლენას დედამიწაზე მიმდინარე პროცესებზე. გაიღრმავებენ მოდელირების უნარ – ჩვევებს. განივითარებენ საინფორმაციო საშუალებების (ბუკლეტის) შექმნის უნარს. განივითარებენ ჯგუფში მუშაობის უნარ – ჩვევებს.

მოსწავლეთა ასაკი:   14 – 15 წლის

ვადები/ხანგრძლივობა:   ერთი თვე

მოსალოდნელი შედეგები:  შეიქმნება მოდელი, რომლის  საშუალებითაც შესაძლებელი  იქნება მზის და მთვარის მოძრაობის დაკვირვება, ნათელ და ბნელ ადგილების. გამოუშვებენ ბუკლეტს.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:   ფიზიკის, ბუნების, გეოგრაფიის სახელმძღვანელო. სამეცნიერო ენციკლოპედია, თაბახის ფურცლები, დიდი და პატარა პლასტმასის ბურთულები, ნათურა, მავთულები, ინტერნეტი.

პროექტის მსვლელობა:
აქტივობა  1. თემის დასახელება კითხვის დასმის სახით.
აქტივობა 2  ჯგუფების შექმნა.  მიზნობრივად ვანაწილებ მოსწავლეებს ოთხ ჯგუფად
აქტივობა 3 ჯგუფებს ვუნაწილებ დავალებებს.
1.      ჯგუფი
მუშაობს ინტერნეტში. მოიძიონ მასალა მზის და მთვარის დაბნელების შესახებ.
 გაარკვიონ ახდენს თა არა ეს მოვლენები, დედამიწაზე მიმდინარე რაიმე პროცესებზე გავლენას.
2.      ჯგუფი  მოიძიონ ინფორმაცია ძველად როგორ ხსნიდნენ ამ მოვლენებს.
3.       ჯგუფი  მუშაობს მოდელის შექმნაზე
4.      ჯგუფი მუშაობენ ბუკლეტის შქმნაზე.
ჯგუფებთან შეხვედრები გაიმართება ყოველკვირეულად.
აქტივობა 4.  პრეზენტაცია
აქტივობა 5 . შეფასება

საგნებთან  კავშირი:
ფიზიკა (ბუნ   IX.9.  მოსწავლე იკვლვს სინათლის გავრცელებას. აკვირდება და აღწერს სინათლის გავრცელებასერთგვარივან და არაერთგვაროვან გარემოში (ჩრდილის წარმოქმნა, არეკვლა).
ბუნ.VI.6. მოსწავლეს შეუძლია კოსმოსური სხეულების მოძრაობის და ზოგიერთი ასტრონომიული მოვლენის აღწერა მზის სისტემაში.
იყენებს მოდელებს და აღწერს მთვარის, დედამიწის და სხვა პლანეტების მოძრაობას მზის სისტემაში, ქმნის მზის და მთვარის დაბნელების მოდელებს და მსჯელობს დაბნელების გამომწვევ მიზეზებზე.

პროექტის ხელმძღვანელი:  ლალი ტატულაშვილი.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:lalitatulashvili@gmail.com